აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 2020 წლის "დიდი შვიდეულის" სამიტზე რუსეთის მიწვევის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 2020 წლის "დიდი შვიდეულის" სამიტზე რუსეთის მიწვევის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო. 

"რუსეთმა "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მანამ, სანამ ის პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაიცავს დემოკრატიული საზოგადოებების პრიციპებს", – ნათქვამია რეზოლუციის თანაავტორის კონგრესმენ ალბიო სერესის განცხადებაში.

ცნობისთვის: აღნიშნული რეზოლუცია კონგრესში მას შემდეგ  დარეგისტრირდა, რაც 21 აგვისტოს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს“. რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წელს მის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. 

ამჟამად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების რიგებშია: შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია და კანადა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში "დიდი შვიდეულის" სამიტი ფლორიდაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუთვნილ გოლფის კურორტზე ჩატარდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„აქ ჩვენ რაღაცის მოსაგებად კი არ ვდგავართ, აქ ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ ქართველებს არ შეგვიძლია მონობაში ცხოვრება“