პენტაგონმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო განასაჯაროვა (ვიდეო)

პენტაგონმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო განასაჯაროვა. 


როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა, რომლის დროს მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი – ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი. 

გენერალის თქმით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი:

„ის შეძვრა საიდუმლო გვირაბში ორ პატარა ბავშვთან ერთად და თავი აიფეთქა".

ამასთან, პენტაგონში განაცხადეს, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია ნეშტის დე-ენ-ემის ანალიზმაც დაადასტურა. ალ-ბაღდადის ცხედარი ზღვაში დაკრძალეს, მისი სიკვდილიდან 24 საათის განმავლობაში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო