გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"