პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა  20-ს აღემატება. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქ კარაჩიდან ქალაქ რავალპინდში მიმავალ მატარებელს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მგზავრებს საუზმის მომზადებისას გადასატანი გაზქურა აუფეთქდათ. მგზავრთა ნაწილი ძლიერი სისწრაფით მოძრავი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო