ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეელ კოლეგას დედის გარდაცვალება მიუსამძიმრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელ კოლეგა მუნ ჯეი ინს დედის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გითანაგრძნობთ დედათქვენის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მუნ ჯეი ინის დედა კანგ ჰან–ოკი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის: ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებების შედეგად გასულ წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებში პროგრესი შეინიშნებოდა. თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბული რჩება. ცოტა ხნის წინ კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი კოლეგა მკაცრად გააკრიტიკა აშშ–სთან ერთად გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნების გამო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძე - ომბუდსმენს: "აქ ისეთი რამ მოხდება, რაც ფილმებშიც არ გინახავთ"