თბილისი და ერევანი ელექტროგადამცემ ხაზს აშენებენ

თბილისი და ერევანი "კავკასიური ელექტროგადამცემი ქსელის" ფარგლებში სომხეთ-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავენ. ამ საკითხებს მიეძღვნა სპეციალური თათბირი, რომელიც 30 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამართა. 

ფაშინიანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თათბირზე პრემიერს მოახსენეს ინფორმაცია გერმანულ ბანკ KFW-სთან თანამშრომლობით ხსენებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერის ოეგანიზებისა და ფინანსური სახსრების მოზიდვის შესახებ. 

გარდა ამისა, თათბირზე საუბარი სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ფარგლებში დდმაშენისა და აირუმის ქვესადგურების მშეებლობისა და ამ კუთხით დაგეგმილი ნაბიჯების საკითხებს შეეხო. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა