EUMM – „გუშინ ატოცთან რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, მისიის მონიტორები რეგულარულ პატრულირებას ახორციელებდნენ“

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განცხადებით, 30 ოქტომბერს სოფელ ატოცთან რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, მისიის მონიტორები რეგულარულ პატრულირებას ახორციელებდნენ.

„30 ოქტომბერს სოფელ ატოცის მახლობლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რეგულარული, დაგეგმილი პატრულირება განახორციელა. მისია ადმინისტრაციულ საზღვართან 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და ატოცთან  ჩვენი დამკვირვებლების ყოფნა არ უკავშირდებოდა რაიმე ინციდენტს, როგორც ამას  რიგი წყაროები ავრცელებენ.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება და აგროვებს ცნობებს ატოცთან დამატებითი "ბორდერიზაციის“  შესახებ. რამდენიმე დღის წინ  ადგილი ჰქონდა ახალი ღობეების აღმართვას, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების კუთხით დამატებით დაბრკოლებებს უქმნის. მისია ამ კონკრეტულ მონაკვეთზე (ატოცის მიმდებარედ) ვითარებას ამ დროისთვის სტაბილურად აფასებს“, – ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: გუშინ რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ატოცთან მისიის მონიტორების უჩვეულო სიმრავლე შეინიშნებოდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბენი განცმა მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო