რატომ დახოცა რუსმა სამხედრომ 8 წვევამდელი

რუსეთში, ზაბაიკალიეს ოლქში სამხედროს მიერ 8 წვევამდელის მკვლელობის მიზეზი ე.წ. "დედოვშინა" გახდა,- ამის შესახებ რიგი მედიასაშუალებები ჯარისკაცთა დედების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან. 


ამ უკანასკნელის ინფორმაციით, რამლიმ შამსუტდინოვს ზემდგომებმა აიძულეს წესდება ესწავლა და საპირფარეშოები ეხეხა. ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ ლეიტენანტმა განაცხადა, რომ "საპირფარეშო უხარისხოდ იყო გახეხილი", შამსუტდინოვის მიმართ ძალადობას მიმართა, მათ შორის უნიტაზში აყოფინებდა თავს. ხოლო მოგვიანებით კოლეგებს დაავალა "შამსუტდინოვი აღეზარდათ". 

ბრალდებული სამხედროს მამა 55 წლის სალიმჟან შამსუტდინოვი, რომელიც ყოფილი სამხედრო და გამომძიებელია და სამი ვაჟი მარტომ გაზარდა, ყვება, რომ მომხდართან დაკავშირებით ოჯახს არავინ შეხმიანებია და მან მედიის საშუალებით შეიტყო. მამა ამბობს, რომ შვილს ინციდენტამდე ორი დღით ადრე ესაუბრა, თქვა, რომ ბაზაზე მცირე ინციდენტები ხდებოდა, თუმცა სერიოზული არაფერი. მამა ამბობს, რომ საუბრისას ჰქონდა განცდა, თითქოს შვილს თავზე ვიღაც ედგა. მამა ირწმუნება, რომ ვაჟს არ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ფსიქიკური და დარწმუნებულია, რომ ინციდენტის მიზეზი "დედოვშინა" იყო, თუმცა ოჯახს არაფერს ეუბნებიან და ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით აგროვებს.


მომხდარის შემდეგ მამას შვილთან ერთხელ ჰქონდა კონტაქტი, თუმცა შოკურ მდგომარეობაში იყო და ვაჟ "ნელ-ნელა იწყებს აზრზე მოსვლას". 

შეგახსენებთ, რომ ჯარისკაცმა რუსულ სამხედრო ბაზაზე კოლეგებს ცეცხლი 25 ოქტომბერს გაუხსნა. მომხდარის შედეგად 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ძალადობის ფაქტს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ირწმუნება, რომ „წვევამდელს ნერვებმა უმტყუნა პირადი პრობლემების გამო“.

ინტერნეტში შეიქმნა პეტიცია მოთხოვნით "თავისუფლება რამილს" და რუსულ ჯარში აღმოიფხვრას "დედოვშინა". პეტიციას ათასობით ხელმომწერი ჰყავს. ამასთან, ინტერნეტში გროვნება თანხა რამილის ოჯახის დასახმარებლად, რადგან მათ ადვოკატის ასაყვანად თანხა არ აქვთ.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა