"მოვუწოდებთ დე ფაქტო რეჟიმს, ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტები გახსნას"

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ალგორის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრები 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, "ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტები გახსნას".

„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით, ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომელიც დრო და დრო უფრო მწვავდება. აღნიშნული ფაქტიც ამის ერთ-ერთი დადასტურებაა. ადამიანი, რომლიც გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, მიემატება იმ ტრაგიკულად დაღუპულთა სიას, როგორიც იყო ბაშარული, ოთხოზორია, კვარაცხელია და ა.შ. ვინც ამ სიტუაციას ემსხვერპლა. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო რეჟიმს, მოხდეს გამშვები პუნქტების გახსნა, რათა ხალხს შეეძლოს მიმოსვლა, არა მხოლოდ სამედიცინო დახმარების მიღებისთვის, არამედ ზოგადად  ურთიერთიბისთვის, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის: ახალგორის ოკუპირებული რაიონის მცხოვრებს, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, რის გამოც  იგი ადგილზე დაიღუპა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა ისევ გადადო