“შევარდნაძე საკუთარ თამაშს თამაშობდა – დასავლეთის თამაშს, რომელიც ელცინის რუსეთის ხელით უნდა გათამაშებულიყო”

რადიო თავისუფლება“ 1992-93 წლების ომზე სტანისლავ ლაკობას – ისტორიის პროფესორს, წიგნის „აფხაზეთი – დე ფაქტო, თუ საქართველო – დე იურე?“ ავტორს, წარსულში აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის წევრს (1991-1996), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აფხაზური უშიშროების საბჭოს ორგზის თავმჯდომარეს (2005-2009 და 2001 -2013), ომის დროს დეპუტატსა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომისიის თავმჯდომარეს ესაუბრა. „აქცენტი“ მასთან ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

ნაწილი პირველი:

 

«ელცინს რომ წინააღმდეგობა გაეწია, აფხაზეში ომი არ დაიწყებოდა»

 

სტანისლავ ლაკობა: „რა თქმა უნდა, 1992-93 წლების მოვლენების განხილვისას უპირველესად, ბორის ელცინზე უნდა ვისაუბროთ: ელცინს რომ წინააღმდეგობა გაეწია, აფხაზეში ომი არ დაიწყებოდა. ჩემთვის ეს სრულიად ნათელია.

ელცინი ძალზე წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო, განსაკუთრებით – თუ ვისაუბრებთ 1992 წელზე, როდესაც მარტის დასაწყისში მომხდარი გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში გამსახურდიას შემდეგ შევარდნაძე მოვიდა და მისი გამოჩენისთანავე საქართველო 30-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. გამსახურდიას დროს მსგავსი რამ არ იყო. დიდწილად გამსახურდია უფრო პასუხობდა რუსეთის ინტერესებს, ვიდრე შევარდნაძე, თუმცა გარემოებები სწორედ ამგვარად აეწყო. თავად გამსახურდია უკვე იმ დროს ღიად ამბობდა, რომ ეს იყო შეთქმულება, უპირველესად – ამერიკელების, რომ მის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი ბეიკერი და ბუში. თავის დროზე ბეიკერი აცხადებდა, რომ იმ პერიოდში (1994 წლამდე) რუსეთის პოლიტიკა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფარვატერში ტარდებოდა... და, რა თქმა უნდა, არც სამხედროების მონაწილეობის გარეშე მოხდებოდა რამე: ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმ პერიოდში გრაჩოვი (მოგვიანებით – რუსეთის თავდაცვის მინისტრი) აქტიურად ეკონტაქტებოდა[თენგიზ] კიტოვანს, რომელიც იმხანად „ეროვნულ გვარდიას“ ედგა სათავეში, ხოლო შემდეგ გამსახურდიას წინააღმდეგ წავიდა.

1992 წლის 24 ივნისს დაგომისში სამხრეთ ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა – კონფლიქტისა, რომელიც ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს დაიწყო. შევარდნაძეს „ხელების დაბანა“ სურდა, რადგან ამ კონფლიქტს ეწინააღმდეგებოდა და დღის წესრიგში სულ სხვა საკიხები დგა – საჭირო იყო საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება. დაგომისის შეხვედრაზე ომს წერტილი დაესვა. მხარეეები მის შეწყვეტაზე შეანხმდნენ. დიახ, ომი უნდა დასრულებულიყო, რადგან რუსეთის ხმის გარეშე და საბრძოლო მოქმედებების პირობებში საქართველო გაეროში ვერ გაწევრიანდებოდა. შეთანხმებას ხელი მოეწერა და იმავე დღის საღამოს ელცინსა და შევარდნაძეს შორის გაფორმდა კომუნიკე ურთიერთქმედების შესახებ, ანუ იმის შესახებ, რომ მათი სამართალდამცველი ორგანოები მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ითანამშრომლებდნენ ნახევრადლეგალური და სხვა შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სწორედ ამან მოიტანა შემდგომში ის, რომ 14 აგვისტოს საქართველომ აფხაზეთში საკუთარი ჯარი შემოიყვანა. ეს შეხვედრა ისტორიაში „დაგომისის შეთქმულების“ სახელით შევიდა. ფაქტობრივად, მწვანე შუქი აენთო სამხედრო მოქმედებებს. აფხაზეთის ბედი გადაწყვეტილი იყო, რადგან გაფორმდა შეთანხმება – კომუნიკე იმის შესახებ, რომ ისნი წესრიგის დამყარებას დაიწყებდნე, საქართველოში – ქართული ჯარი, რუსეთი კი არ ჩაერეოდა.

- თქვენი აზრით, რა სტრატეგიულ მიზანს ისახავდა ელცინი იმ პერიოდში საქართველოსა და აფხაზეთთან ურთიერთობაში?

- იმ პერიოდში ელცინს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რა და როგორ იქნებოდა. საგარეო პოლიტიკის საკითხებით, განსაკუთრებით ახლო საზღვარგარეთში, კავკასიაში იმხანად უფრო მეტად სამხედრო უწყება იყო დაკავებული, ვიდრე დიპლომატიური და ამას მოვლენებიც მოწმობს.

 

«რუსეთის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის და ელცინის მთავარ მიზანს ის წარმოადგენდა, რომ შევარდნაძე ჯერ კიდევ გამსახურდიას ჩანაცვლებამდე საქართველოს დსთ-ში შეყვანაზე დაეყოლიებინათ»

 

რუსეთის იმჟამინდელი ხელმძღვანელობისა და ელცინის მთავარ მიზანს ის წარმოადგენდა, რომ შევარდნაძისგან ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის საქართველოში მოვიდოდა გამსახურდიას ნაცვლად, მიეღოთ თანხმობა იმაზე, რომ ის საქართველოს დსთ–ში შეიყვანდა. თუმცა როგორც კი შევარდნაძე საქართველოში აღმოჩნდა, მან სრულიად სხვაგვარად დაიწყო მოქცევა: დაივიწყა თავისი ვალდებულებები და მუდმივად აჭიანურებდა მათ შესრულებას, ამბობდა, „ჩვენ სუსტები ვართ, ამჟამად ზვიადისტებს ვებრძვით, ჯერ ჯარი უნდა გავაძლიეროთ და წესრიგი დავამყაროთ, შეიარაღება არ გვაქვს, შეიძლება, გადატრიალება მოგვიწყონ და გამსახურდიას რეჟიმის რესტავრაცია სცადონო“. ამით ის თითქოს აშინებდა ელცინს და თბილისში ტელეცენტრის დასაკავებლად გამოსვლების ინსცენირებაც კი მოახდინა. ეს მოხდა 24 ივნისს, დღისით – შევარდნაძემ ამ გადატრიალებასან ბრძოლა დაასრულა, მერე კი მოულოდნელად თქვა: «თამაში დასრულებულია!“ და საღამოს ელცინთან შესახვედრად გაფრინდა. როგორც ჩანს, მაშინ მან დაარწმუნა ელცინი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დსთ–ის წევრი არ იყო, მისთვის შეიარაღება მიეცათ.

მაშინ გადასცეს რამდენიმე დივიზია, ტანკები, ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, ვეტმფრენები. დაზუსტებულ რაოდენობას ეხლა ვერ გეტყვით, თუმცა ჯავშანტექნიკა საკმაოდ ბევრი იყო. 11 აგვისტოს შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გამოვიდა და თქვა: „ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, როგორც არასდროს, მათ შორის – არც 2-3 დღის წინ“... არსებობს სერიოზული ანალიტიკოსების შესაბამისი პუბლიკაციები, რომელში ნაქვამია, რომ ეს მოხდა ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში. შევარდნაძეს გადაეცა ახალქალაქის ბაზის შეიარაღება, ხოლო შემდეგ ფაქტობრივად მელი ამიერკავკასიის ოლქი დაუქვემდებარეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჯავშანტექნიკაზე, რომელიც აფხაზეთში 14 აგვისტოს შევიდა, მექანიკოს–მძღოლების უმრავლესობა ამიერკავკასიის ოლქის სამხედროები იყვნენ.

- თქვენს წიგნში წერთ, რომ ელცინი მხარს უჭერდა საქართველოს 1992 წლის 25 სექტემბრამდე, როდესაც შევარდნაძე მოულოდნელად სიტყვით გამოვიდა ნიუ–იორკში, გაეროს გენასამბლეის სხდომაზე, რუსეთს ბრალდებები წაუყენა და დასავლეთს დახმარება სთხოვა. მაინც რა მოხდა 1992 წელს ელცინსა და შევარდნაძე შორის, რამ შეცვალა მათი ურთიერთობები, თუ ისინი იმთავითვე მყიფე იყო?

- მოკლედ რომ ვთქვათ, იყო პირველი ეტაპი – დაგომისის კომუნიკეს გაფორმებიდან 1992 წლის სექტემბრის ბოლომდე, როდესაც ელცინი და მისი გარემოცვა საქართველოს მხარს უჭერდნენ, ვინაიდან შევარდნაძემ დააწმუნა ისინი, რომ მოხდებოდა ბლიცკრიგი – სწრაფი ომი, რომელიც 2-3 დღეში მცირე სისხლით დასრულდებოდა, რომ ისინი იქ უბრალოდ რაღაცას შეცვლიდნენ, რამდენიმე ადამიანს მოაშორებდნენ და შემდეგ, კვირა დღეს კრასნაია პოლიანაზე შეხვდებოდნენ. 16 რიცხვში, კვირას კრასნაია პოლიანაზე, სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე სუფრები იყო გაშლილი. სოჭში მყოფი ელცინი კრასნაია პოლიანაში ჩავიდა, თუმცა მისი ესკორტის მანქანებმა რამდენიმე წრე შემოუარეს და წავიდნენ, რადგან ბლიცკრიგი არ შედგა.

 

«ელცინმა შევარდნაძე ყველაფერი მისცა, რაც კი სურდა: შეიარაღებაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მხარდაჭერაც, დესანტის გადასხმის ორგანიზებაც, თუმცა შევარდნაძემ ეს ყველაფერი ვერ გამოიყენა»

 

ელცინმა შევარდნაძე ყველაფერი მისცა, რაც კი სურდა: შეიარაღებაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მხარდაჭერაც, დესანტის გადასხმის ორგანიზებაც, თუმცა შევარდნაძემ ეს ყველაფერი ვერ გამოიყენა: როგორც ჩანს, მან აფხაზური შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გათვალა, ჩათვალა, რომ ჯავშანტექნიკის გამოჩენისთანავე ყველა დაიფანტებოდა და ბრძოლაში არ ჩაებმებოდა.

გარდ ამისა, თავად ოპერაციაც ვერ გამოდგა: მათ დაგეგმილი ჰქონდათ, ადრე დილით ლესელიძის საზღვრიდან დაწყებული, პირდაპირ სარკინიგზო გზებიდან გადმოსხმულიყვნენ, თანაც ქვედანაყოფები – ჯავშანტექნიკასთან ერთად, იმგვარად, რომ დილისთვის უკვე მთელი ქვეყანა ოკუპირებული ყოფილიყო სამხედროებით. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ენგურის მოსადგომებთან ერთ–ერთი ხიდი აფეთქდა, რის გამოც პლატფორმებიდან ტანკების ჩამოტვირთვა მოუწიათ, ისინი ცალკე წამოვიდნენ და სოხუმამდე მხოლოდ დღისით ჩამოაღწიეს. პირველი შეტაკებები 14 რიცხვში დაიწო და ტყვარჩელის მისადგომებთან ტანკი გააუვნებელყვეს.

ამ პირველ პერიოდში, როცა საქართველოს მელი ეს შეიარაღება გადაეცა, ელცინმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა: თვალიც დახუჭა, მხარიც დაუჭირა... სხვათა შორის, საქართველო გაეროში 31 ივლისს მიიღეს, 2 კვირაში კი ომი დაიწყო. თანაც ჩიკვაიძემ – საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში გამოსვლისას განაცხადა, «საქართველოში არაქართული მიწები არ არსებობს და ქართველები თითოეულ გოჯს სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენო». აი, რის შესახებ საუბრობდნენ ისინი ომამდე. ხოლო როდესაც წარუმატებლობები დაეწყოთ, შევარდნაძე მოულოდნელად ნი–იორკში სიტყვით გამოვიდა და დაიწყო რუსეთის დადანაშაულება იმაში, «ის გვაპირისპირებს, მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს და ასე შემდეგო».

არადა, თავად ელცინსაც ჰყავდა ოპოზიციური არამენტი, სერიოზული ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და ყველამ მის წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლა. შევარდნაძე გაეროს ტრიბუნიდან ჯერ ჩამოსულიც არ იყო და რუსეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება „აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ“, რომლიაც აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართული ჯარის დაუყონებლივი გაყვანა მოითხოვა. თავად შევარდნაძე ნიუ–იორკიდან პირდაპირ მოსკოვში ჩაფრინდა და როგორ მერე ამბობდა, ელცინი ძალზე ცივად შეხვდა.

 

«შევარდნაძე მიჩვეული იყო, რომ ყველაფერს ჰპატიებდნენ. ეს. რა თქმა უნდა, მისი სერიოზული შეცდომა იყო»

 

არა მგონია, ის მეტისმეტად თბილ შეხვედრას ელოდა გაეროში ამგვარი გამოსვლის შემდეგ, თუმცა ალბათ, არც ასეთ რეაქციას, რადგან მიჩვეული იყო, რომ ყველაფერს ჰპატიებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, მისისერიოზული შეცდომა იყო... მაშინ გაბრაზებულმა ელცინმა თქვა: «თავი ვინ ჰგონია?! მის უკან ბანანის რესპუბლიკაც კი არ დგასო!». ხომ ვამბობ, მაშინ ყველაფერი დსთ-ის ირგვლივ ტრიალებდა.

მერე გრაჩოვი დარწმუნდარომ მისი მეგობარი კიტოვანი და სხვები საქართველოს დსთ-ში შესვლის საკითხს ვერ გადაწყვტდნენმეტიც, დარწმუნდნენრომ ისინი ამაზე არც კი ფიქრობდნენ და აი, მაშინ სიტუაცია დაიძაბა.

 

შევარდნაძე საკუთარ თამაშს თამაშობდა – დასავლეთის თამაშს, რომელიც იმ რუსეთის, ელცინისა და მისი გარემოცვის ხელით უნდა გათამაშებულიყო”

 

აქ ერთი საინტერესო მომენტია: ომამდე ცოტა ხნით ადრე ჯაბა იოსელიანი ეუბნბოდა შევარდნაძეს: «ხელი უნდა მოვაწეროთ დსთ-ის შესახებო», შევარდნაძე პასუხობდა, “ნუ ჩქარობო”და მაშინ ჯაბამ, რომელიც იუმორის რძნობით გამოირჩეოდა, უთხრა: «ხომ იცი, მოსკოვში რომ დააცემინონ, აქ ფილტვების ორმხრივი ანთება დაგვემართებაო!». თუმცა შევარდნაძე მაინც ეწინააღმდეგებოდა: “ჯერ აფხაზეთის ამბავი უნდა გავარკვიოთო”ეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინა პერიოდში იყო.ფიგურალურად რომ ვთქვათ, შევარდნაძეს სურდა, აფხაზეთში შესულიყო დსთ-ში შეუსვლელადის საკუთარ თამაშს თამაშობდა – დასავლეთის თამაშსმაგრამ ეს თამაში იმ რუსეთისელცინისა და მისი გარემოცვის ზოგიერთი წევრის ხელით თამაშდებოდამაგრამ რუსეთში იყვნენ ძალებირომლებიც ამას ეწინააღმდეგებოდნენ და აფხაზეთს უჭერდნენ მხარს, - იგივე პარლამენტიჩრდილოეთ კავკასიელი ხალხებიკაზაკებირუსეთის სამხრეთი… ძალიან ბევრი მოხალისე ჩამოდიოდა აფხაზეთში...

მაინც რაში მდგომარეობდა შევარდნაძის თამაშის აზრი? დააზუსტეთ, თუ შეიძლება…

- 1992 წლის თებერვლის დასაწყისში მსოფლიო კულისებსმიღმეთის გადაწყვეტილებით, შევარდნაძემ, რომელიც იმხანად ჯერ საქართველოს არ ხელმძღვანელობდა (იგი თბილისში მხოლოდ 1992 წლის 7 მარტს ჩავიდა და სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა), შტატებში კომპანია Brock group LTD-სთან ხელი მოაწერა პროტოკოლს საქართველოს უახლოესი ათი წლის ეკონომიკური გეოსტრატეგიის შესახებმათ სჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, როგორიც შევარდნაძე იყო.

საუბარი იყო ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზესაზღვაო პორტებზე – ფოთისა და ბათუმის, რუსეთის გვერდის ავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პირველად გეგმაზე...ანუ, მაშინ, 1992 წლის თებერვალში მას [შევარდნაძეს] იქ - ამერიკაში ამ ყველაფერზე ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს…

 

შევარდნაძეს საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან გაჰყავდა და პირდაპირ დასავლეთზე ეჭირა გეზი, თუმცა ზედმეტად მიენდო დასავლელ მეგობრებს”

 

შევარდნაძეს საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან გაჰყავდადსთ-ში შეყვანას არც ფიქრობდა და პირდაპირ დასავლეთზე ეჭირა გეზითუმცა იმ მომენტში იგი ამის განხორციელებას ვერ შეძლებდაიგი ზედმეტად მიენდო დასავლელ მეგობრებს.

 

ამ ომის შედეგად საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა, რადგან სხვა შემთხვევაში შევარდნაძეს მოიშორებდნენ და გამსახურდიას დააბრუნებდნენ”

 

ამ ომის შედეგად 9 ოქტომბერს საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა, რადგან სხვა შემთხვევაში შევარდნაძეს მოიშორებდნენ და გამსახურდიას დააბრუნებდნენ. მით უფრო, რომ გამსახურდია სამეგრელოში იყო, ფოთში ბრძოლები მიმდინარეობდა. გახსოვთ ალბათ, რა მოხდა მერე, როდესაც რუსეთის საზღვაო ქვეითები გადმოსხეს: ისინი შევარდნაძეს დაეხმარნენ და ფოთისკენ, სამტრედიისკენ, პორტებისკენ მიმავალი რკინიგზა განბლოკეს. ეს ყველაფერი ხომ მოლაპარაკებები იყო. და მერე უცებ შეხვედრა მოსკოვში, სადაც 1993 წლის 9 ოქტომბერს, უკვე აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ შევარდნაძემ ხელი მოაწერა დოკუმენტს დსთ-ში შესვლის შესახებ.

აი, ამის გამო აკრიტიკებს მას თავდაცვის ექს-მინისტრი შარაშენიძე: იყო შესაძლებლობა, ეს ადრე გაკეთებულიყო და მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა, არც ომი მოხდებოდა და არც არაფერიო.

"მათ რუსულ ბაზებს საქართველოში 20 წლით გამოუყვეს ტერიტორიები, ფოთის პორტი რუსეთს გადასცეს და დააბრუნეს ზოგიერთი კადრი (გიორგაძე, ნადიბაიძე), რომლებიც რუსეთს აწყობდა"

მეტიც, მათ [შევარდნაძის ხელისუფლებამ] რუსულ ბაზებს საქართველოში 20 წლით გამოუყვეს ტერიტორიები, ფოთის პორტი რუსეთს გადასცეს და, გარდა ამისა, საქართველოში დააბრუნეს ზოგიერთი კადრი (გიორგაძე, ნადიბაიძე), რომლებიც რუსეთის ფედერაციას აწყობდა. და აი, შევარდნაძე დროებით, დაახლოებით 1996 წლამდე კვლავ დაბრუნდა რუსული გავლენის სფეროში.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp