"ქართული ოცნების“ დროს უწმინდესსა და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებმა ყველაზე საშიში ფორმა მიიღო"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მეუფე იაკობის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დროს პოლიტიკოსების და სტრუქტურების მხრიდან ვხედავდით უწმინდესსა და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს". 

"ამან ყველაზე საშიში ფორმა მიიღო „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ეს არის ნათელი. საქართველო არის პატარა ქვეყანა და არაფერი არ იმალება. ყველასთვის არის ცნობილი, რა მდგომარეობაში მოხდა, ვინ უთხრა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებიდან კომუნიკაცია არსებობდა პატრიარქის მიმართ მის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არის ცნობილი. ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა ეს დაადასტურა. მე არ შევალ ამ დეტალებში", – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს:

"ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ პროკურატურაში ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სპეკულაციები. ყველაზე საშიში ფორმა, ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის რეალობა“. 

ცნობისთვის: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი – დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდანაა ამოღებული