იღუმენია თამარი: "პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი"

წმინდა სინოდის მიერ მეუფე პეტრესთვის მღვდელმთავრის წოდების შეჩერებას მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის იღუმენია თამარ გამყრელიძე კრიტიკული სტატუსით ეხმიანება: 

“დროა, სრულიად საქართველომ გაიგოს რა უბედურებაშია დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია, პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი.

მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა…

ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!”, – წერს იღუმენია სოციალურ ქსელში.

"აქცენტი" ემიჯნება იღუმენიას ჰომოფობიურ განცხადებას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა