"პროკურორები მამალაძეს სთხოვდნენ, ეთქვა ვინ ვისთან იყო “სოდომური ცოდვაში”

ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, პროკურორები დეკანოზ გიორგი მამალაძეს სთხოვდნენ, ეთქვა ვინ ვისთან იყო “სოდომური ცოდვაში”.

“სინოდის სხდომაზე ვთქვი, რომ თქვენ პროკურატურას ნდობა რომ გამოუცხადეთ, ის პროკურატურა მამაოს [გიორგი მამალაძეს] სთხოვდა, ეღიარებინა თითქოს პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი სოსო ოხანაშვილთან ერთად პატრიარქის მკვლელობას ავალებდა. ამავე დროს პროკურორები სთხოვდნენ მას, ეთქვა ვინ ვისთან არის “სოდომური ცოდვით” დაცემული საპატრიარქოში. ამ ფონზე ვითხოვდი, დავდგეთ პრინციპულად და ქუდზე კაცი გამოვიდეთ. [...] რატომ სთხოვდნენ ამას გიორგი მამალაძეს, ეს თქვენთვის მომინდვია. ამაზე ის არ წავიდა და დუმილის უფლებას სწორედ ამიტომ იყენებდა", – განაცხადა “მთავარ არხთან"  საუბრისას პეტრე ცაავამ. 

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდი მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს.

ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. 

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"