"მე მოვიყვანდი ორ მოწმეს ბრალდების დასამტკიცებლად. ბევრნი არიან, ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ"

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ დღეს, სინოდის სხდომის დროს ითხოვა, რომ კრება მეორე დღემდე გადაეტანათ, ის კი თავისი სიტყვების დასამტკციებლაად 2 მოწმეს მიიყვანდა.

"მე ვითხოვდი, რომ ხვალ 12 საათზე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და მოეცათ ჩემთვის უფლება, რომ სჯულის კანონის თანახმად, დამემტკიცებინა ჩემი ბრალდება. მე ჟურნალისტურად არ ვაპირებ ამას. მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა, ახლაც გამაჩნია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის, საუბედუროდ რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგმა უკვე იმკურნალა და ა.შ. თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული", - განაცხადა პეტრე ცაავამ.

ყოფილი მღვდელმთავარის თქმით, მას მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა:

"სულის გადარჩენა მართალთა ხვედრია, მე მერჩივნა დავსჯილიყავი სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლებულიყავი. ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორც მართალი კაცი, ღვთის, ერის და ეკლესიის წინაშე". 

ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
USAID-ის დირექტორის მოადგილე: „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღიარებული ვალდებულება"