პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარით უნდა განისაზღვროს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 30 ოქტომბერს პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარით უნდა განისაზღვროს.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ კანონპროექტი 130 000 დასაქმებულს შეეხება, ვისი ხელფასიც თვეში 320 ლარზე დაბალია. მთლიანობაში, ასეთია დაქირავებით დასაქმებულთა 15%.

ამასთან, პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად უნდა გადაიხედოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს