ამერიკული ავიაგამანადგურებლები ალასკის სანაპიროსთან რუსულ თვითმფრინავებს აედევნენ

ამერიკული F-22 ტიპის ავიაგამანადგურებლები ალასკის სანაპიროსთან ექვს რუსულ თვითმფრინავს აედევნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას  ჩრდილოეთ ამერიკის აერონავტიკის თავდაცვის სარდლობა ავრცელებს. 

„რუსული Su-35 ტიპის ორი მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი და ოთხი Tu-95 ტიპის ბომბდამშენი საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში გადაადგილდებოდნენ. აშშ რუსეთის ქმედებას შესაძლო საფრთხის შემთხვევისთვის საკუთარი ძალების გამოცდად აფასებს.  რუსული თვითმფრინავებს არც კანადის და არც აშშ–ის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ“, – აცხადებენ სარდლობაში.

რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ დაადასტურა ალასკის სანაპიროსთან რუსული თვითმფრინავების გადაადგილების ფაქტი და განაცხადა, რომ „რუსული ძალები ნეიტრალურ ზონაში 12 საათის განმავლობაში დაგეგმილ ფრენებს ასრულებდნენ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp