კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა რეზოლუციით დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის წესები რეზოლუციით დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას „დემოკრატები“ შეადგენენ, 232 ხმით 196-ის წინააღმდეგ, განსაზღვრა წესები, რომლებიც საჯარო მოსმენების დროს იმოქმებდებს.

კონგრესის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და პროცესს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

"დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა სექტემბერში დაიწყეს. ამის საფუძველი გახდა 25 ივლისს დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გენპროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს