აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეზღუდვები ამჯერად სამშენებლო სექტორს ეხება, რომელიც ვაშინგტონის აზრით, პირდაპირ ან ირიბად ირანის ელიტური სამხედრო ფორმირების დაქვემდებარებაშია. აღნიშნული სანქციით, ირანისთვის იკრძალება დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული მეტალების, გრაფიტის, ქვანახშირის მიწოდება, ისევე როგორც სამშენებლო სექტორის პროგრამული უზრუნველყოფა.

სასანქციო სიით ასევე იზღუდება ისეთი მასალების მიყიდვა, როგორიცაა ფოლადის მილები და ნიკელის ფოლგა, რომელიც აშშ-ის აზრით, შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბირთვულ ან სარაკეტო პროგრამებში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძე - ომბუდსმენს: "აქ ისეთი რამ მოხდება, რაც ფილმებშიც არ გინახავთ"