ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქება მოხდა

ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი, შენობაში ჩამსხვრეულია შუშები.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს, ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-ს"