პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვდება.

გიორგი გახარია საპატრიარქოში რამდენიმე წუთი წინ მივიდა. 

საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

ცნობისთვის: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

მოგვიანებით, საქართველოს გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, "გამომდინარე იქიდან, რომ მასში დროის მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა".

რა წერია სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმში მეუფე იაკობის შესახებ:

"წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს