პედაგოგების საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ტესტირება ხვალიდან იწყება

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი ხვალ  პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ აპლიკანტების საგამოცდო ბარათზეა მითითებული.

ცენტრის ცნობით,  მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს საშუალება აქვს თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. საგამოცდო წესების თანახმად, დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 8 ნოემბერს დასრულდება.

წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისთვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

ამასთან, ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები "იმედის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ"