მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა: „შეხვედრამდე სამოთხეში“

„ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა - „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“.

ასე მიმართა, Imedinews-ის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ. 

ცნობისთვის: საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა: "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან დემონსტრანტები იკრიბებიან: "ვნახოთ რამდენს დააკავებენ"