მეუფე გრიგოლი: "უზენაესი მოსამართლე ღმერთია და სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის მოსამართლეები"

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადებით, უზენაესი მოსამართლე ღმერთია და სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის მოსამართლეები.

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილება სავსეა ტკივილით და განსაცდელით. სასოწარკვეთილებას არასოდეს ჰქონია ადგილი, რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი სიყვარულისა, ღმერთი იმედისა და მაკურთხეველი ჩვენი. [...] იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ და გადავლახავთ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში წარმოიქმნება და ადგილას არ მივცემთ სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებას. განსაცდელი კიდევ უფრო მეტად გაგვაძლიერებს ჩვენ უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე ღმერთთან და საკუთარ თავთან დაახლოებულ გზაზე. გვახსოვდეს, რომ ვერაფერს გვიზამს მტერი, როცა ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს: "სიცოცხლეს გაგიმწარებთ!"