"ჯერ რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა"

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ქვეყანაში "რევოლუციურ სცენარს გეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, დღეს კი გადაწყვიტეს, რომ დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა".

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა:

„არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება. ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. რა თქმა უნდა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო პატრიარქი არის ეკლესიის სიმბოლო  და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ  სახელმწიფოსა და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“.

ცნობისთვის: საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა: "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა