ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მზადაა, წავიდეს მონასტერში, თუმცა არა შიომღვიმეში

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მეუფე გრიგოლ კაციას ეპარქია გადააბარა და მზადყოფნა გამოთქვა, წავიდეს მონასტერში. ამის შესახებ ყოფილი მიტროპოლიტისა და მეუფე გრიგოლის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

როგორც მეუფე გრიგოლმა განცახადა, გარკვეული დროის განმავლობაში ყოფილი მიტროპოლიტი ეპარქიაში დარჩება, რადგან გადაბარების პროცესში მას დახმარება სჭირდება. 

მეუფე გრიგოლის თქმით, იგი არავის დასჯას არ აპირებს და აცხადებს, რომ „ვისაც უნდა ეპარქიაში დარჩეს, ვისაც უნდა მეუფესთან იყოს“. 

როდის წავა ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მონასტერში ჯერ–ჯერობით უცნობია.

თავად პეტრე ცაავას სურვილია, შიომღვიმის ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში წავიდეს და იგი ამჟამად პატრიარქის ნებართვას ელოდება.

“შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, ჩემი არჩევანია ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი. დაველოდებით პასუხს, თუ არადა მივიღებ გადაწყვეტილებას, სად ვიქნები”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ინჩხურის მონასტერში მარტვილის ეპარქიაში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში გაამწესა.

ცნობისთვის: საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა: "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები "იმედის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ"