პატრიარქის მხარდასაჭერად კვირას სამებაში მოქალაქეები შეკრებას გეგმავენ

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მხარდასაჭერად სამებაში მოქალაქეები შეკრებას გეგმავენ. 

“უწმინდესის სიყვარულისთვის“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელის გამართვაც კვირას 12 სთ–ზეა დაანონსებული.

“მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ მივაწვდინო სიყვარულის და თანადგომის ხმა ჩვენს უწმინდესს. მგონია რომ, უმრავლესობა თქვენთაგანი იგივე აზრზეა. ვფიქრობ, შევიკრიბოთ კვირას, 12:00 საათზე, სამების ლავრის ეზოში და გამოვხატოთ ამით მშვიდათ ჩვენი სიყვარული და თანადგომა ჩვენი უწმინდესის მიმართ", – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების წერილში.

ცნობისთვის: საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა: "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელომ“ 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა