"ვისურვებდი, პრემიერი უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ თავის ნათქვამის არ შერცხვეს"

"ვისურვებდი, პრემიერი უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ თავის ნათქვამის არ შერცხვეს", – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში განუცხადა.

„ამ პოზიციით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა პრემიერმა. ვისურვებდი, რომ რაღაც უფრო წინდახედული ყოფილიყო, გავიდეს დრო და აღარ შერცხვეს თავის ნათქვამის, ისევე, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, როდესაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ქვეყანაში "რევოლუციურ სცენარს გეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, დღეს კი გადაწყვიტეს, რომ დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა