რა პოზიცია აქვს დეკანოზ მამალაძეს სინოდის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში

დეკანოზი გიორგი მამალაძე სინოდის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. საუბარია პრეზიდენტის მიმართ სინოდის შუამდგომლობაზე, შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე. 

სასულიერო პირის პოზიცია ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გააცნო, რომელმაც დეკანოზი საპატიმროში მოინახულა. 

დეკანოზი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებენ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად, მას კი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ "მთელ რიგ საკითხებზე" პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა. 

ამასთან, დეკანოზი მძიმეს უწოდებს წინდა სინოდის სხდომასა და მეუფე პეტრესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა". 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამ ეტაპზე უცნობია. მან ერთხელ უკვე არ დააკმაყოფილა დეკანოზის ოჯახის თხოვნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ, დაგვშალოთ"