მარნეული-სადახლოს გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა 11 კი დაშავდა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სადახლოს გზაზე სამი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ცოლ-ქმარი. 

ინფორმაციას 1tv.geავრცელებს. 

დაშავებულები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს