პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის 23 ნოემბრისთვის შესაძლო შეწყალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძე შესაძლოა 23 ნოემბერს შეიწყალონ. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ასეთი „ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზოიძე "ქართულ ოცნებას" პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართავს