2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი – წვიმა, თოვა, ქარიშხალი, წყალმოვარდნები, ზღვაზე 5–ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2 ნოემბერს ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა