პაველ ფელგენგაუერი: «ყველაზე მძიმე ტრავმა აფხაზებს, რა თქმა უნდა, რუსებმა მიაყენეს»

აფხაზეთში ომის დაწყების 25-ე წლისთავზე სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი«რადიო თავისუფლებასთან» საუბრისას კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ლიდერებს, მათ მოტივებს, შეცდომებსა და პასუხისმგებლობას იხსენებს. «აქცენტი» ამ ინტერვიუს (https://www.ekhokavkaza.com/a/29477837.html) ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

აფხაზეთის ომის მიზეზების შესახებ უამრავი ვერსია გამოითქვა – ყველაზე მარტივიდან (თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ავანტიურა საქართველოში სამოქალაქო ომის კონტექსტში)რაღაც ფატალურამდეროგორიცაა, მაგალითადვერსია, რომ თბილისი და სოხუმი ყველა შემთხვევაში განწირულები იყვნენ ამ ომისთვისთქვენი აზრით, რომელ პოლუსთან უფრო ახლოსაა ჭეშმარიტება?

ძირითადი ტრავმა აფხაზებს, რა თქმა უნდა, რუსებმა მიაყენეს, XIX საუკუნის 70-იანებში, როდესაც აფხაზეთში აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდა და შედეგად აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ”

- ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილებარადგან აფხაზებს გრძელი და ძალზე მძიმე ისტორია აქვთ. ძირითადი ტრავმა მათ, რა თქმა უნდა, რუსებმა მიაყენეს XIX საუკუნის 70-იან წლებშიალექსანდრე II განმათავისუფლების დროს, როდესაც აფხაზეთშიარსობრივად, აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდა და შედეგად აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენეს კი მათი მიწაა, სხვა მიწა მათ არ აქვთქართველები იქ მოსახლეობის 50%-ს შეადგენდნენდა აი, აქედან ამოიზარდა, არსობრივად, ეს ომიქართველები ამ მიწას თავისად თვლიდნენისინი ხომ იქ თაობებით ცხოვრობდნენაფხაზები კი - თავისადაი, ამ რუსული იმპერიული პოლიტიკიდანრომელმაც მსგავსი პრობლემა მოიტანა და მთელი ამ ისტორიიდან აღმოცენდა ომი, რომელშიც რუსმა სამხედროებმა ჯერ ქართველებს დაუჭირეს მხარი, რომელთაც საბჭოთა ქონების დაყოფისას ბევრი სამხედრო ტექნიკა მისცესკერძოდ, 1992 წელსროდესაც “მხედრიონი”, ჯაბა იოსელიანი და სხვანი იქ შეიჭრნენმათ ნატო-ს წევრ თურქეთთან საზღვრის სიახლოვეს დისლოცირებული ახალციხის დივიზიის მძიმე შეიარაღება გადაეცათაი, ეს ყველაფერი მიიღეს და შეიჭრნენ.

 - რით აიხსნებოდა მაშინ საქართველოს მიმართ [ბორის] ელცინის ესოდენ კეთილგანწყობილი პოზიცია, რომელიც ორიოდ თვეში შეიცვალა?

 ვერ ვიტყვი, რომ ეს ელცინი იყო. იგი ასეთ დეტალებ დიდად არ ღრმავდებოდავფიქრობ, ამით უფრო მეტად სამხედროები იყვნენ დაკავებულები. მხარს უჭერდნენ ამათ, მხარს უჭერდნენ იმათ, ეხმარებოდნენ ჯერ ქართველებსმერე - აფხაზებსსიმართლე გითხრათ, პირადად მე მაშინ ამ ადამიანებთან ურთიერთობისას რაიმე სტრატეგია ვერ დავინახე.

 - მოდით, იმჟამინდელ ლიდერებზე ვისაუროთმაინც როგორ იცვლებოდა ელცინის პოზიცია?

ერთხელ მოვხვდი იქროცა უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთში ერთადერთხელ ჩავიდა [ედუარდ] შევარდნაძე. 1994 წელი იყო. მას იქ – ახალ ათონში, სტალინის აგარაკზე სამიტი ჰქონდა [ვლადისლავ] არძინბასთანპრინციპშიელცინს მათი რაღაცნაირად შერიგება სურდაიმპერიული საგარეო თვალთახედვით - “საერთოდ რას იყოფენ იქო?”. თუმცა ამისგან დიდად ვერაფერი გამოვიდა.ერთ მომენტში შევარდნაძე ელცინს მოელაპარაკა. იმ დროს მოხდა რუსების სერიოზული ზეწოლა აფხაზებზერათა მათ სულ მცირე, გალის რაიონი მაინც დაეთმოთსაქმე ლამის ომამდე მივიდა უკვე რუსულ არმიასა და აფხაზებს შორის, იყო სერზიოული ესკალაციაიქ ჩვენი საბრძოლო ვერტმფრენებიც კი გადაისროლეს. მახსოვს, ერთ-ერთ მფრინავთან მომიწია საუბარი გუდაუთაშიმან მითხრა: “ადრე, ომის დროს, 1993-ში დავფრინავდითქართულ ჯარს ვბომბავდით, მანქანებზე ვარსკვლავებს გადავღებავდით ხოლმე და ვბომბავდით. ახლა სრული საბრძოლო კომპლექტები ჩაგვიტვირთეს და გვითხრეს, “ამჯერად აფხაზები დაბომბეთო». არ მესმის... აგერ, ბათუმიდან რუსული სამხედრო ნაწილი მოგვადგა – ვითომ რუსული გარნიზონი - რუსული ფორმით, დროშით... მივედით და რა ვნახეთ? - სულ ქართველები იყვნენო”...

 ელცინს, არსობრივად, მათი რაღაცნაირად შერიგებასურდა, რუსეთის აი, ამგვარი – იმპერიული საგარეო თვალსაზრისით: აქაოდა, საერთოდ რას იყოფენო? თუმცა აქედან დიდად არაფერი გამოვიდა

ელცინი ამით დიდად არ იყო დაკავებული, მას სხვა პრობლემები ჰქონდა. ზოგადად, კავკასიის საქმეებით დაკავება არ უყვარდა. ამით სხვა ადამიანები კავდებოდნენ, რომელთაც ეს დროდადრო საინტერესოდ ეჩვენებოდათ: ხან [სერგეი] შახრაი, ხან [სერგეი] ფილატოვი... ისინიც - ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიით და მხოლოდ ხანდახან - სამხრეთით. არსებობს ასევე ლობი - ქართული, მძლავრი აზერბაიჯანული, კიდევ უფრო მძლავრი სომხური, რომლებიც კრემლზე გავლენას ახდენენ. მათ შორის არიან მდიდარი ადამიანები, აკადემიკოსები - ერთი სიტყვით, ბევრი ვინმე – სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები, აფხაზები.. და ეს ლობი მუშაობს. ასე, რომ იმის თქმა, თუ რა სურდა ელცინს… ვფიქრობ, ელცინს იმხანად, პრინციპში, არანაირი მკაფიოდ ფორმირებული სტრატეგია არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ როგორღაც შეერიგებინა [მხარეები] - ეს იყო და ეს. თუმცა იყო, რა თქმა უნდა, ერთგვარი, სუსტად გამოკვეთილი იმპერიული იდეა “ისევ გავერთიანდეთ”. ამჟამინდელ რუსეთში ეს იდეა უკვე აშკარაა, მკაფიოდ გამოკვეთილია მიზანი “ძველ საბჭოურ საზღვრებთან დაბრუნება, მთელი ამიერკავკასიის, სამივე რესპუბლიკის, პლიუს პატარა არაღიარებულების - ყველას უკან დაბრუნება”. მაშინ ეს იმპერიული იდეა ესოდენ მკაფიო ფორმით არ არსებობდა.

- ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ საქართველოსთვის პირველადი დახმარება არსობრივად, სწორედ ამით იყო განპირობებული – მიზნით, იგი აფხაზეთით “მოსყიდთ” და უწინდელ ორბიტაზე დაებრუნებინათხოლო როცა ეს ვერ მოხდამიდგომები საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და იგივე აფხაზეთით მას უკვე სჯიდნენრათა ეძულებინათ, დაბრუნებულიყო.

- დიახ, გარკვეულწილად ასეც იყოუბრალოდ შემდგომში აღარ იყო იმის ხშირი კონტროლის შესაძლებლობარაც იქ საბჭოთა მემკვიდრეობისგან რჩებოდაასე, რომ იქ უფრო ადვილი იყო მოლაპარაკება, სხვა შემთხვევაში ისე წაართმევდნენ.

- რას წარმოადგენს შევარდნაძის ფაქტორიამ კუთხითაც უამავი ვერსიაა. ერთნი მას ლამის იოსელიანისა და კიტოვანის მსხვერპლად თვლიანმეორენი ამბობენრომ ეს თავად შევარდნაძის საკმაოდ ცბიერი თამაში იყო.

- როდესაც თბილისში პირველი – ე.წ. საახალწლო სამოქალაქო ომი დაიწყომე მას შევხვდიმას ეს ყველაფერი არ მოსწონდათუმცა იქ ჩასვლა დიდად არ სურდა- აქ ხომ ყველაფერი კარგად ჰქონდა, ამერიკაში იწვევდნენ, როგორც მსოფლიოში ცნობილ ადამიანს, საკმაოდ კარგ თანხად ლექციების საკითხავადმაგრამ მერე ჩამოვიდა დელეგაცია თბილისიდან და იქ წასვლაზე დაიყოლიესრათა ეროვნულ საბჭოს ჩასდგომოდა სათავეში- კიტოვანსა და იოსელიანს რაღაც “თავი” დასჭირდათ.

- როგორ დაანაწილებდით აფხაზეთისთვის პასუხისმგებლობას კიტოვანს, იოსელიანსა და შევარდნაძეს შორის?

- როდესაც აფხაზეთში შეჭრა დაიწყოშევარდნაძე იქ პრაქტიკულად არაფერს წვეტდა – ის ეს-ესაა, მოსკოვიდან მიიწვიეს. ეს მისი ომი არ ყოფილაეს ყველაფერი კიტოვანმა და იოსელიანმა მოაწყვეს. მათ გადაწყვიტესრომ რაკი ახალციხის სატანკო დივიზიის შეიარაღება მიიღეს, გაიგრიალებდნენ.პრინციპში, ეს გამოსდიოდათ კიდეც სოხუმამდესოხუმი აიღეს და გზის გაგრძელება გადაწყვიტეს, თუმცა ისინი შეაჩერესმათ შორის – რუსეთის ჯარმაცრომელმაც რამდენიმე საარტილერიო დარტყმა განახორციელამაშინ სოხუმიდან ჩრდილოეთით ფრონტი ჩამოყალიბდა და იქ გრძელდებოდა ეს ომი,რომელიც სოხუმის დაცემითა და ქართული ჯარის განადგურებით დასრულდა.

 

- ბრძანეთრომ ეს შევარდნაძის ომი არ იყომაგრამ საბოლოოდ გააძლიერა ამ ომმა შევარდნაძე, თუ პირიქით, დაამძიმა მისი მდგომარეობა?

 შევარდნაძე იქ კინაღამ დაიღუპა, ელცინი პირადად ცდილობდა მის გადარჩენას, გასცა რა ბრძანება, იგი გამოეყვანათ, რადგან როცა სოხუმი უკვე განწირული იყო, იგი ადგილიდან მოწყდა და ქალაქში გაემგზავრა

შევარდნაძე იქ კინაღამ დაიღუპაელცინი პირადად ჩაერთო მის გადარჩენაშიანუ ბრძანება გასცა,იქიდან გამოეყვანათრადგან როდესაც სოხუმი უკვე განწირული იყოის ადგილიდან მოწყდა და სოხუმისკენ გაემართაარსებობდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზავიორივე მხარემ ჩააბარა მძიმე შეიარაღებამერე კი ჩვენებმა აფხაზებს ის უკან დაუბრუნეს. მათაც საკმაოდ სწრაფად აიღეს სოხუმი და ქალაქში საშინელი ჟლეტა მოაწყვეს. იმ დროს იქ იმყოფებოდა შევარდნაძეცრომელიც ერთ-ერთი ბოლო თვითმფრინავით ჩაფრინდა. იქიდან ის ელცინის პირადი ბრძანებით გამოჰყავდათმერე მან მოიშორა კიტოვანი და იოსელიანი დასაერთო ჯამში, საკუთარი მმართველობა დაამყარა.

- და ამ ომის ბოლო ფენომენი – არძინბა

- ომი არძინბასთვის რუსმა სამხედროებმა მოიგესვერ ვიტყვი, რომ ისინი იქ პირველიდან ბოლოდღემდე იბრძოდნენმაგრამ რუსეთის სამხედრო დახმარების გარეშე საერთოდ ვერაფერი გამოუვიდოდათთავად არძინა ერთგვარი ლიდერი იყო, ბელადი და მთლიანობაში, დიახ, ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ თავის მიწაზე დასარჩენად.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp