მეკობრეებმა ნორვეგიული გემის ეკიპაჟის წევრები გაიტაცეს

ბენინის სანაპიროსთან მეკობრეები ნორვეგიულ გემს MV Bonita ტავს დაესხნენ. გემის მფლობელი კომპანია JJ Uglan–ის ინფორმაციით, გატაცებულია ეკიპაჟის 9 წევრი.

ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა თავდასხმის შესახებ ბენინის ხელისუფლებას აცნობეს და გემი ქალაქ კოტონუს პორტში შეიყვანეს. მფლობელი კომპანიის განცხადებით, ამოქმედებულია საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.

დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან საკმაოდ ხშირია მეკობრეების მიერ მეზღვაურების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო წყლებში მეკობრეობის და გემების შეიარაღებული ძარცვის 201 შემთხვევაა დაფიქსირებული

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო