„მთავარი არხი“ – ბერძნულმა ეკლესიამ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მღვდელმსახურების გაგრძელება შესთავაზა

ბერძნულმა ეკლესიამ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მღვდელმსახურების გაგრძელება შესთავაზა, – იუწყება „მთავარი არხი“.

„უკვე შედგა კომუნიკაცია ბერძენ ეპისკოპოსებსა და  ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს შორის“, – იუწყება „მთავარი არხი“.

ამ წუთებში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი რეზიდენციას ტოვებს და თბილისში ბრუნდება.

თავად ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას აღნიშნულ ინფორმაციას "ჭორს" უწოდებს.

„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ, წერტილი დავსვათ“, – განაცხადა  ყოფილმა მიტროპოლიტმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"