ყოფილი მიტროპოლიტი ბერძნულ ეკლესიაში შესაძლო მსახურებაზე: „ეს მორიგი ჭორია“

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მან შესაძლოა, მღვდელმსახურება ბერძნულ ეკლესიაში გააგრძელოს. 

„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ, წერტილი დავსვათ“, – განაცხადა  ყოფილმა მიტროპოლიტმა.  

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი დღეს ეპარქიას ტოვებს, თუმცა არ აკონკრეტებს სად მიდის.

„ვაპირებ სულიერი ცხოვრების გაგრძელებას სულის საცხონებლად. ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის“, –  განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა. 

ბერძნულმა ეკლესიამ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მღვდელმსახურების გაგრძელება შესთავაზა, – იუწყება „მთავარი არხი“.

„უკვე შედგა კომუნიკაცია ბერძენ ეპისკოპოსებსა და  ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს შორის“, – იუწყება „მთავარი არხი“.

ამ წუთებში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი რეზიდენციას ტოვებს და თბილისში ბრუნდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"