"ქართუ ბანკის" გაყიდვას სამი წელია, ვცდილობ"

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წლებია, "ქართუ ბანკის" გაყიდვას ცდილობს. ამის შესახებ ივანიშვილმა "entrepreneur"–თან ინტერვიუში განაცხადა.

"არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის. ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია ბანკი „ქართუა“ და მასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა შექმნის დღიდან. ეს იყო პირველი საინვესტიციო ბანკი და მის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა – დავაარსე, რომ ქვეყანას დავხმარებოდი, რადგან მაშინ საქართველოში ძალიან სუსტი საბანკო სისტემა იყო და ამ სისტემას დახმარება სჭირდებოდა.

ისევე, როგორც ჩემი საქმიანობის სხვა სფეროებში, არც „ქართუ“ ბანკს უწარმოებია აგრესიული ბიზნესი, რაც, ზოგადად, საბანკო სექტორისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით კი, ბაზარზე შემოსული ახალი მოთამაშეებისთვის. „ქართუს“ ხელი არავისთვის შეუშლია. პირიქით − როცა „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა და არსებობდა რისკი, რომ ეს მთელ საბანკო სისტემაზე ნეგატიურად აისახებოდა, სრულიად უხმაუროდ შევისყიდე ეს ბანკი და მისი უიმედო ვალდებულებები „ქართუმ“ გადმოიბარა. „ქართუს“, სხვა ქართული ბანკებისგან განსხვავებით, არასოდეს ჰქონია ჭარბი მოგება.

„ქართუს“ გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი „ქართუს“ გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. „ლიბერთი“ ბანკმა გამოთქვა შეთავაზებული პირობით „ქართუს“ ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება", - აცხადებს ივანიშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა