"ქართული მარში" მორიგ აქტივობას აანონსებს: "მოხდება კინოთეატრების ბლოკირება"

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე იმუქრება, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოს კინოთეატრებში პრეზენტაციას არ დაუშვებს. ფილმის პრემიერა 8 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. 

როგორც ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ის და მსიი თანამოაზრეები „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ კინოთეატრის ბლოკირებას“. 

„8 ნოემბერს დაგეგმილია გეი პროპაგანდის ფილმის ჩვენება თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში. ის  ჩაიშლება! ესაა  თითოეული ქართველის მოვალეობა, ესაა ჩვენი მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში. მოხდება კინოთეატრების ბლოკირება.  ეს იქნება მშვიდობიანი ფორმა და ამ მშვიდობიანი ფორმით არ დავუშვებთ შევიდნენ კინოთეატრში“,- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძემ ეკლესიასაც მიმართა თხოვნით, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია და მრევლს მოუწოდოს, „მშვიდობიანი ფორმით ჩაშალონ“ ჩვენება.

ამ ეტაპზე უცნობია, გეგმავს თუ არა შსს განსაკუთრებული ზომების მიღებას. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ, დაგვშალოთ"