თურქეთში ავტობუსის მძღოლი მოქალაქეებს თავს დანით დაესხა

სტამბოლში ავტობუსის მძღოლი გაჩერებას დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, 33 კაცი დააკავეს, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით ზღვაში გადახტომას ცდილობდა. 

დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაჩერებაზე მდგარი მოქალაქეები ავტობუსის მძღოლის დაკავებას თავად ცდილობდა, რა დროსაც მძღოლმა მათ წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენა.

დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა