ირან-აზერბაჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა

დღეს, ადრე დილით ირან-აზერბაჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ნარკოკურიერის ლიკვიდაცია განახორციელეს. როგორც განიმარტა, მესაზღვრეებმა მოქალაქე ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ის მოწოდებას არ დაემორჩილა და სვლა განაგრძნო, შემდეგ კი მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს. ინციდენტი სოფელ ბილასუვარის სიახლოვეს მოხდა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულს აღმოუჩინეს პისტოლეტი "ბერეტა" და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა წონა ჯამში 12, 34 კ.გ.-ს შეადგენს. 

გარდა ამისა, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ინციდენტის დროს ტერიტორიის სიახლოვეს ავტომობილში იმყოფებოდნენ. 

დადგენილია, რომ ლიკვიდირებულია აზერბაიჯანის მკვიდრი, რომელმაც საზღვარი ირანის მხარეს 31 ოქტომბერს გადაკვეთა.         

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბენი განცმა მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო