CNN ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას „უჩვეულო დუმილისთვის“ აკრიტიკებს

CNN ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს ეხმიანება და გერმანიის მთავრობას „უჩვეულო დუმილისთვის“ აკრიტიკებს.

„თავდაპირველად ხანგოშვილი გერმანიაში თითქოს უსაფრთხოდ იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას თავშესაფრის თხოვნაზე უარი სამჯერ უთხრეს.  

სადღეისოდ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მისი მკვლელობა სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ აირჩია უჩვეულო დუმილის მდგომარეობა გერმანიის მთავრობამ ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით.

როგორც CNN–თან საუბრისას ხანგოშვილის მეუღლე მარინა ცატიევა აცხადებს, მკვლელობის შემდეგ გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ოჯახს არავინ დაკონტაქტებია.

„არავინ გამოსულა კონტაქტზე, რომ სამძიმარი ეთქვათ ან მოებოდიშებინათ ზელიმხანის არასათანადოდ დაცვის გამო. ზელიმხანი ითხოვდა დაცვას და ამაზე მას უარი უთხრეს გერმანიაში“, – აცხადებს ცატიევა.

გამოცემას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური ოფისში, ასევე გენერალური პროკურატურა კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრეს.

„ჩვენ არ განვიხილავთ ინდივიდუალურ საქმეებს“, – განუცხადეს გამოცემას ხსენებულ უწყებებში.

ცნობისთვის: 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და რუსულმა The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალზე მიუთითეს.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"