გეგმავს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკურ აქტიურობას - კალაძის კომენტარი

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული პარტია „ქართული ოცნების” გაძლიერებაში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკურად მეტად გააქტიურებას 2020 წლიდან, კალაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მაშინ გააქტიურდა, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბიძინა ივანიშვილი დღეს გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. ის აქტიურად არის ჩართული პარტიის გაძლიერებაში. ჩვენ დაწყებული გვაქვს რეგიონებში გასვლითი შეხვედრები. ვხვდებით ჩვენი პარტიის წევრებს და ვემზადებით 2020 წლისთვის”,- განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დღეს „ისლამური ჯიჰადისა“ და ისრაელის სარაკეტო დარტყმებს 9 პალესტინელი ემსხვერლა