ირანი ურანის გამდიდრების ახალ ეტაპს იწყებს

ირანმა ურანის გამდიდრების ახალი ეტაპი დაიწყო,-იუწყება CNN ირანის ეროვნული ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.

ალი აქბარ სალეჰიმ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ირანი ახლა მუშაობს პროტოტიპის ცენტრიფუგაზე, რომელიც 50- ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ბირთვული შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებით იყო ნებადართული.

ცნობისთვის, ოფიციალურმა თეირანმა თანდათანობით შეამცირა ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ შეთანხმება დატოვა და 2018 წელს ირანს ეკონომიკური სანქციები ხელახლა დაუწესა.

განცხადებები ურანის გამდიდრების შესახებ დღეს გაკეთდა. როგორც ცნობილია, 4 ნოემბერს ირანი „ამერიკის საელჩოს აღების“ 40 წლისთავს აღნიშნავს. 1979 წელს, აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი შაჰის დაცემის შემდეგ, ისლამისტი რადიკალი სტუდენტები საელჩოს შენობაში შეიჭრნენ და 52 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. ისინი ტყვეობაში 444 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, ორმა ქვეყანამ ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოახერხა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა