საგზაო უსაფრთხოების წესები იცვლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის "მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას გააცნო.

უწყების საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს. მათ შორისაა მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

შს მინისტრის მოაგდილე ნინო ჯავახაძის განცხადებით, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.

"9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება,"- განაცხადა ჯავახაძემ. 

შს სამინისტროს გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"