გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბრალდებულ გია უდესიანის ადვოკატს ბრალდების შესახებ დადგენილებას აცნობენ. გარდა ამისა, ოფიციალური ბრალი წარედგინა გამოძალვაში ბრალდებულ ზაზა გუგავას.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წლის 9 ნოემბერს ბიზნესმენ გია უდესიანის ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გია უდესიანი და ზაზა გუგავა იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით. უდესიანისა და გუგავას დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, ემზარ ლიპარტელიანმა შპს ,,ბარდნალაში’’ მისი კუთვნილი 30%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 10280 ლარი) და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ღირებულებით 7000 ლარი), გადააფორმა მოქალაქე მ.ც.-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"