რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე- ზურაბიშვილის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს. 

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "საკითხი სენსიტიურია".  

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. როცა იქნება დამერწმუნეთ, მე საზოგადოებას ვეტყვი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი