Lufthansa-ს ბორტგამცილებლები გაფიცვისთვის ემზადებიან

ავიაკომპანია Lufthansa-ს ბორტგამცილებლები 48-საათიან გაფიცვას გეგმავენ, – იუწყება „როიტერსი“. 

გერმანიაში ბორტგამცილებელთა პროფკავშირმა თავის წევრებს 7 და 8 ნოემბერს გაფიცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, 8 ნოემბერს ფრანკფურტის აეროპორტთან ახლოს, სადაც Lufthansa-ს ოფისი მდებარეობს, ბორტგამცილებლები საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. პროფკავშირები ავიაკომპანიისგან უკეთეს სამუშაო პირობებსა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ Lufthansa-ს თანამშრომლები 20 ოქტომბერსაც გაიფიცნენ, რის გამოც ასზე მეტი ავიარეისი გადაიდო. მიუხედავად გაფიცვისა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას ამ მომენტისთვის არ გეგმავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა