ბულგარეთში ჯაშუშობაში დადანაშაულებული ყოფილი პარლამენტარი პუტინმა დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეგობრობის ორდენი გადასცა ყოფილ ბულგარელ პარლამენტარს, რომელსაც ბულგარეთში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს.

ცერემონია რამდენიმე დღეში შედგა მას შემდეგ, რაც ბულგარელმა მოსამართლემ ნიკოლაი მალინოვს ქვეყნის ხუთი დღით დატოვების უფლება მისცა.

მალინოვი პარლამენტის წევრი იყო ბულგარეთის სოციალისტური პარტიიდან, ამჟამად ის პრორუსული ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მას სექტემბერში დასდეს ბრალი ჯაშუშობაში და ფულის გათეთრებაში ორი რუსული ორგანიზაციის სასარგებლოდ. პროკურატურის ცნობით, ის ამ ორგანიზაციებთან, "ორთავიანი არწივის საზოგადოებასთან" და "სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტთან" თანამშრომლობდა, რათა სოფიას საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

მალინოვი პატიმრობიდან სექტემბერში გაათავისუფლეს, გირაოს გადახდის შემდეგ. მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, თუმცა მოსამართლე ანდონ მიტალოვმა მას 1 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე დართო საზღვრის გადაკვეთის უფლება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა