აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და ქმარ–შვილთან ერთად დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლული ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს, - იუწყება „დოიჩე ველე“ თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, 65 წლის რასმის ევადი ქმარ-შვილთან ერთად სატვირთოს კონტეინერში ქალაქ აზაზში აიყვანეს. ისინი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიის დატოვებას აპირებდნენ.


თურქი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ინფორმაციის ოქროს საბადოა“, ვინაიდან ის „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ფლობს.

შეგახსენებთ, რომ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ამერიკელმა სამხედროებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც მან თავი აიფეთქა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა