“ლუფთანზა” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით ორ ავიარეისს ამატებს

ავიაკომპანია “ლუფთანზა” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით  ორ ავიარეისს  ამატებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეგულარული რეისი ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

„ლუფთანზამ“ თბილისი-მიუნხენის(გერმანია) ორი ავიარეისი დაამატა და ჯამში მგზავრებს ამ მიმართულებით 9 ყოველკვირეულ რეისს სთავაზობს. სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. აღნიშნული ფრენა 15:55 საათზე შესრულდება თანამედროვე ეარბას A320 თვითმფრინავით, რომელიც მიუნხენის ჰაბში 18:00 საათზე ჩაფრინდება. სამშაბათსა და შაბათს, 09:00 საათზე ასევე ხელმისაწვდომია ავიარეისები მიუნხენი-თბილისის მიმართულებით.  დამატებითი რეისებით ავიაკომპანია უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს - განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან. „ლუფთანზას“ ყველა მგზავრს საშუალება აქვს, მიუნხენიდან გადაადგილდეს 46 ქვეყნის 140 მიმართულებით. თბილისიდან ორი ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრთნაკადის 14%-იან ზრდას განაპირობებს. სწორედ მიუნხენშია „ლუფთანზას“ ერთ-ერთი ძირითადი ჰაბი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე და კომფორტული ტერმინალით. ტერმინალს Skytrax 5-Star ჯილდოც აქვს მიღებული“, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp