„ჩრდილო კორეას და აშშ-ის შორის დიალოგის არხი სულ უფრო ვიწროვდება"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიში მტრულ პოლიტიკას აჩვენებს, რაც მოლაპარაკებების პროცესს ართულებს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ფხენიანში ფიქრობენ, რომ ანგარიშში ჩრდილო კორეის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ მოხსენიება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას აფერხებს.

„ჩრდილო კორეას და აშშ-ის შორის დიალოგის არხი სულ უფრო ვიწროვდება მსგავსი მიდგომის გამო“, – ნათქვამია ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამხრეთ კორეის პარლამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონს და ფხენიანს შორის ოქტომბერში გამართული შეხვედრის შემდეგ, სამუშაო დონეზე მოლაპარაკებები შესაძლოა, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა